ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი?

-„პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გადასაწყვეტია. ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია.  თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში.დღეის მონაცემებით, ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტები პრაქტიკულად ჯერ-ჯერიბით არის მიკვლევადი. ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. როდესაც გვექნება შემთხვევა, რომ ვერ დადგინდება კონტაქტები,  რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება.

ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ. ამ ეტაპზე რეგიონში, 10 პაციენტი გვყავს,  აქედან 6 არის მძღოლის კლასტერიდან.  ამ 6 ადამიანის კონტაქტების შემოწმება ხდება. ჩვენი მედიკოსები თვლიან, რომ ეს ხალხი იყოს გადაყვანილი კარანტინში ან თვით იზოლაციაში, ყველა ეს ღონისძიება ხორციელდება. ჯერჯერობით ეს კონტაქტები არის მიკველვადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”,- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

კომენტარები