ჩანაწერი, – ივანე ბურდული ქრთამის სანაცვლოდ ცესკოს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვს

საინფორმაციო სააგენტო „კვირამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, – ცესკოდან დემარშით წასული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისივე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან, ხატია ფერსაშვილისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს.

აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, „კვირა“ აცხადებს, – ჩანაწერი ექსკლუზიურად მესამე პირისაგან მოიპოვა.

ივანე ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები.

სრული აუდიოჩანაწერი და ჩანაწერის გაშიფრული ტექსტი:

– ვერ გადაიბირე ვერავინ?

– ვაიმე, მესამედ მეკითხები უკვე

– რა, თუ გადაიბირე ვინმე, რა უბედურებაა, ვერ გავიგე?

– წამოდი-მეთქი, გეუბნები და არ მოდიხარ და მეტი რა გითხრა, ვერ გავიგე.

– სად წამოვიდე?

– სად წამოხვიდე და გეუბნები, სადაც წამოხვიდე, შეჩემა.

– შენთან ერთად ტელევიზიებში ვირბინო?

– იცი, რა არის? ორი ვარიანტი გაქვს.

– აბა?

– დაწერე განცხადება და გაქრი. მართლა გეუბნები. დაწერე განცხადება, გაქრი, თქვი, რომ არაფერს არ ვაკეთებ. ეგ იქნება ა, და იქნება ბ – დაწერე განცხადება, გამოდი, დაა***. ხო, პირველ შემთხვევაში მიიღებ 100 ლარს, მეორე შემთხვევაში მიიღებ – 300 ლარს ან 500 ლარს, მეტი რა გითხრა?! თუ არადა, იჯექი და შეყურე ტრ**** მაგ ყლ****, იხილე რა 5 საათამდე რაღაცა ფურცლები ვიღაცების დაწერილი საჩივრები, ანძ*** ორი ხელით არასამუშაო დროს და იჯექი დილის 10-დან 6 საათამდე, რავი, შენი არჩევანია. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.

– და ვიდგები ქუჩაში ხვალიდან.

– გინდა ქუჩაში იდექი, გინდა სახლში იჯექი, მაგრამ გეუბნები, რომ პირველი, ა შემთხვევაში მიიღებ 100 ლარს, ბ შემთხვევაში მიიღებ 500-ს ან რა ვიცი, შეიძლება, 700 ლარიც, არ ვიცი, მარგამ ბევრს, არ არის ცოტაზე საუბარი, საუბარი არის ბევრზე, მეტი რა ვქნა.

 

ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა თანამდებობ დატოვა. ბურდულმა თანამდებობის დატოვების შესახებ თავისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

კომენტარები