ჩანთაში 20 ცოცხალი ჩიტით პერუს აეროპორტში კაცი დააკავეს

ბელგიელი კაცი ლიმაში, პერუს აეროპორტში  დააკავეს. 54 წლის ჰუგო კონინგსი ქვეყნიდან ჩიტების გაყვანას ცდილობდა. ჩიტები პატარა ყუთებში ჰყავდა მოთავსებული.

პოლიციის თქმით, კაცი ესპანეთის ქალაქ მადრიდში მიფრინავდა, სადაც ჩიტების გაყიდვას გეგმავდა. ყველა ფრინველი დაცული სახეობებიდან არის.

BBC-ის ინფორმაციით, ჩიტები ცოცხლები არიან, თუმცა ზოგ მათგანს გაუწყლოება და სტრესი აღენიშნება.

კაცს ველური ბუნების წარმომადგენლების არალეგალური ვაჭრობისთვის 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები