„ჩაულაგებია ბარგი…ამბობდა ენჯეოები ყველაფრით უზრუნველმყოფენო…“- ანდრია ჯაღმაიძე

-„რას მწერენ თითქოს გაგდებულ ბავშვზე: ეს ბავშვი სწავლობს მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტში, პირველკურსელია და ცხოვრობდა ეპარქიაში, მეუფეს განსაკუთრებით უყვარს, ზაფხულობით თავისთან მიჰყავდა ეპარქიაში პანსიონში ცხოვრების დროს. განსაკუთრებულად კარგად ექცეოდა ყველა, ერთი კვირის წინ საქციელს უწუნებდა იმ ბავშვებს ვინც პანსიონში ძალადობაზე საუბრობდნენ. 

მოულოდნელად აზრი შეიცვალა, უთქვამს, რომ ლომჯარია გაიმარჯვებსო და დაუწყია აგრესიულად მოქცევა. დაურეკავს 112-ში და უთხოვია, დამკითხონო. 

პოლიციიდან დაბრუნდა ისევ ეპარქიაში ძალიან აგრესიულად განწყობილი და შეიკეტა ოთახში. ამიტომ მეუფემ სიფრთხილისთვის რეზიდენციის გვერდზე 2 ოთახიან ბინაში გადასვლა და იქ დარჩენა შესთავაზა. ამის შემდეგ ჩაულაგებია ბარგი, დაურეკავს ისევ პოლიციაში და წასულა და თან ამბობდა ენჯეოები ყველაფრით უზრუნველმყოფენო”, – წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ნინოწმინდის პანსიონატის გარშემო განვითარებული

9 ივნისს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა ყოფილ აღსაზრდელთან დაკავშირებით,  სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები და ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას.

კომენტარები