„ჩემთვის დიდი პატივი იყო, თავდაცვის მინისტრად მუშაობა – ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია“- ირაკლი ღარიბაშვილი

-„ჩემთვის დიდი პატივი იყო, თავდაცვის მინისტრად მუშაობა. ერთი წლის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი, – მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჯარის განვითარებას სათანადო ყურადღება და დრო ვერ დავუთმე. ზოგადად, ეს სისტემა ისე ვერ შევიგრძენი, როგორც საჭირო იყო. მადლობელი ვარ ჩვენი სამთავრობო გუნდის და ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც საშუალება და შესაძლებლობა მომცა, – ჩვენი საამაყო ჯარისთვის მემსახურა. მინდა, ამ ტრიბუნიდან თითოეულ ჯარისკაცს გულწფელი მადლობა გადავუხადო – დაწყებული გენერლიდან, რიგითით დამთავრებული. ვარ ბედნიერი, დიდი პატივი იყო, რომ თავდაცვის მინისტრი ვიყავი. საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავს.

ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია, – საერთო ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, -პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, პოლიტიკური დღის წესრიგი საერთო ეროვნული იდეებისგან გავმიჯნოთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

კომენტარები