“ჩემი აზრით, არავის საქმე არაა ჩემი მანქანა რა ფერია და ვის რა მომსახურებას გავუწევ“

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქუჩებში მუქი ნაცრისფერი მანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობს.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ აინტერესებს ვინ გააჩერებს და დააჯარიმებს სხვა ფერის მანქანით ტაქსის მძღოლად მუშაობის გამო.

“ჩემი აზრით, არავის საქმე არაა ჩემი მანქანა რა ფერია და ვის რა მომსახურებას გავუწევ. მგონია, რომ სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ადამიანების პირად ცხოვრებაში არა მხოლოდ უაზრობაა, არამედ ჩვეულებრივი მავნებლობა და სიგიჟეა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რეგულაციის მიხედვით, ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს.

კომენტარები