ჩემი დიდი პაპა, პირველი მსოფლიო და სომხეთ-საქართველოს ომების ვეტერანი!

 – “ჩემი დიდი პაპა
ივანე კონსტანტინეს ძე მარჯანიძე
1878-1957 წწ…
პირველი მსოფლიო და სომხეთ-საქართველოს ომების ვეტერანი…
წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი….
დაჯილდოვდა პირველ მსოფლიო ომში, სამხრეთ კავკასიის ფრონტზე, კერძოდ არტაანის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის….
იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი სზოგადოების აქტიური წევრი და ამავე საზოგადოების მიერ 1909 წლიდან დანიშნული იყო წინარეხის სკოლის მეურვედ…
ჰყავდა 14 შვილი…7 ვაჟი და 7 ქალი,…მათგან სრულწლოვანებას მიაღწია ერთმა ქალმა და ოთხმა ვაჟმა…
ოჯახიდან 4 ვაჟკაცი გაისტუმრა დიდ სამამულო ომში,… ორი ვაჟი და ორი შვილიშვილი…აქედან ორი ვაჟი და ერთი შვილიშვილი ფრონტზე დაეღუპა…
სამამულო ომის დამთავრებისას, 14 შვილიდან ცოცხალი ჰყავდა მხოლოდ ერთი შვილი, პაპაჩემი, მამაჩემის მამა კონსტანტინე ივანეს ძე მარჯანიძე….
ხსოვნა მის ნათელ სახელს!!!..💖
 – წერს ქართლოს მარჯანიძე
კომენტარები