“ჩემი თაობის ხალხს ცოტა რამ სმენია კონსტანტინ ჩერნენკოს თაობაზე, სსრკ-ის ერთ-ერთ უკანასკნელ და ყველაზე უღიმღამო ლიდერზე, რომელიც 1984 წელს ცეკას გენ.მდივნად აირჩიეს”-ლევან ლორთქიფანიძე:

ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს-

“თსუ რექტორს ირჩევს …

ჩემი თაობის ხალხს ცოტა რამ სმენია კონსტანტინ ჩერნენკოს თაობაზე, სსრკ-ის ერთ-ერთ უკანასკნელ და ყველაზე უღიმღამო ლიდერზე, რომელიც 1984 წელს ცეკას გენ.მდივნად აირჩიეს და სამყაროს ბედის გადაწყვეტა მიანდეს.

ჩერნენკოს არც რევოლუციური წარსული ჰქონდა, არც ქარიზმატული მოღვაწე გახლდათ, არც შთამაგონებელი სიტყვითა და მჭევრმეტყველებით შეეძლო საბჭოთა მოქალაქეების დარაზმვა, არც პარტიის ლოკომოტივი ყოფილა რომელიმე დონეზე, არც რომელიმე დიდი პროექტის ინიციატორობა აუღია თავის თავზე …

მთელი ცხოვრება მეორე კაცი იყო, მთელი ცხოვრება ვიღაცის მოადგილედ მსახურობდა, მისი კარიერული პიკი общий отдел-ის უფროსობა გახლდათ ანუ ცეკას ფურცლების, მიმოწერების, წერილების, კანცელარიის ხელმძღვანელად გვევლინებოდა და ყველაზე ნაკლებად შემოქმედებით, მოსაწყენ, ბიუროკრატიულ და კორუმპირებულ საქმეს აკეთებდა.

ქვეყნის ლიდერად რომ აირჩიეს, უკვე თითქმის მკვდარი იყო; ციროზი, ჰეპატიტი, ფილტვის რომელიღაც დაავადება, გულის უკმარისობა ჰქონდა და საჭმელს ვერ ინელებდა, ბოლოს ვერც მოძრაობდა. აირჩიეს იმიტომ, რომ პარტიაში შიდაბრძოლები დამთავრებული არ იყო, არ ეცალათ და მასზე საიმედო ვერ იპოვეს. კგბ და ყველაზე გამორჩეული რეტროგრადები უჭერდნენ მხარს…

დააკვირდით, თსუ-ს რექტორობის მთავარ კანდიდატს! სულ ვიღაცის მოადგილე იყო, სულ აპარატშიკი და ბიუროკრატი გახლდათ, პროფესორად ჩვენთან არ უმუშავია, მის სამეცნიერო ნაშრომზე მეზობელი სახელმწიფო უნივერსიტეტი ამბობს, რომ დაუფარავი და პირდაპირი პლაგიატია… თსუ-ის შიგნით დოკუმენტები ყალბდება, ღიად მიდის რეპრესიები რიგ პროფესორთა წინააღმდეგ, არავისთვის რექტორი ავტორიტეტი არ არის, ქვეყნის ნომერ პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელს საზოგადოებაც არ იცნობს, ისეთი უღიმღამო და ცუდი გაგებით უბრალო კაცია. ჩემი დაკვირვებით, მას მხოლოდ პარტია და ჩვენ რომ ვიცით ის სამსახურები უმაგრებენ ზურგს…

რაც მთავარია, ბ-ნი კანდიდატი მკვდარია (ვგულისხმობ არა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას (ღმერთმა კარგად ამყოფოს, ეგენი დიდ ხანს და მშვიდად ცხოვრობენ, დაჟე ჩემს პანაშვიდზე მოვა, თუ მოუშვებთ), არამედ მის მიერ ცვლილებების განხორციელების უნარს), ყველამ იცის, რომ კრიზისში მყოფი განათლების სისტემის გამოსასწორებლად ვერაფერს გააკეთებს, ვერაფერს გააუმჯობესებს… იდება და ნელ-ნელა მოძრაობასაც შეწყვეტს. დიდი\დიდი შურისძიებისთვის ეყოს ძალა!

უბრალოდ, ჩერნენკო 1 წელიწადში წავიდა, ეს მეხუთე წრეზე მიდის !

ყველაფერი კი იმ უთავმოყვარეო კონფორმისტების ბრალია, რომლებიც ჩემს მოსაზრებებს იზიარებენ, საბოლოოდ კი კონიუნქტურის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ.

ყველას გიმახსოვრებთ!
თქვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურად აქტიურ ოჯახის წევრებს და თქვენ სადმე ეთიკურად და დელიკატურად, საჯაროდ შენიშვნას თუ მოგცემთ, ნუ გაგიკვირდებათ! ამის მეტი ბერკეტი არ მაქვს!

სტუდენტობის პასიურობა კი აპოკალიფსის ნიშანია!”-წერს ლევან ლორთქიფანიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები