ჩემი თვალები სუფთა სარკეა – შოთა ნიშნიანიძე:

როცა მავანი მეკამათება:

ზოგი ბუხუნებს და ზოგი ყმუის,

ზოგი ძაღლივით აღავღავდება,

ზოგიც სისინებს… არ ვამბობ ტყუილს.

რა აგანგაშებთ,

გულს რა აკლიათ

ვიცი… და

მშვიდად დავიკრეფ გულხელს:

ჩემი თვალები სუფთა სარკეა –

ყველა თავის თავს ხედავს და… უღრენს.

კომენტარები