„ჩემი მინისტრობის პერიოდში ალბათ მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს არ გვაქვს საუბარი და მითქმა-მოთქმა ან შეკითხვები შესყიდვებთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის სამინისტროში შევცვალეთ ბევრი რამ ამ მიმართულებით“

„ჩემი მინისტრობის პერიოდში ალბათ მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს არ გვაქვს საუბარი და მითქმა-მოთქმა ან შეკითხვები შესყიდვებთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის სამინისტროში შევცვალეთ ბევრი რამ ამ მიმართულებით, გავხადეთ ინფორმაცია თანაბრდ ხელმისაწვდომი და პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე. 40 ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული და ისინი გვიზიარებენ შესყიდვების საუკეთესო გამოცდილებას, რაც დაგვეხმარება სისტემა კიდევ უფრო კონკურენტული და კორუფციული რისკებისაგან დაცული გავხადოთ. ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი უწყებაა საქართველოში და შესაბამისად, ამ სფეროს გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რეგულარულად ვმართავთ ღია შეხვედრებს ბიზნესთან და ვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც შესყიდვების პროცესში მათთვის შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში დაახლოებით 250 ახალი შემსყიდველი გვყავს და ეს რა თქმა, უნდა მეტყველებს იმაზე, რომ შესყიდვების პროცესი არის გამჭვირვალე და კონკურენტული. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს ჩვენს ბიზნესს შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, გაძლიერდეს და სხვა ქვეყნების შესყიდვებშიც მიიღოს მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო გახდეს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების სისტემის დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი“ – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ყოველწლიურ საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” გაიხსნა და საჯარო შესყიდვების აქტუალურ ასპექტებს ეძღვნება

კომენტარები