“ჩემი მხარდამჭერა ამ კაფანდარა გოგოს!” – ხათო ბარათაშვილი:

ჩემი მხარდამჭერა ამ კაფანდარა გოგოს!

არ გრცხვენიათ ხალხო? ( ყველას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა) – შესაბამისი სტრუქტურები ყელგაწეულები გთხოვდნენ და გემუდარებოდნენ, რომ დარჩენილიყავით სახლებში და ელემენტარული წესები დაგეცვათ… 😠

ევროპას რომ გიხსენებთ და გიხსნით, თუ რა მდგომარეობაა აქ, თქვენ ყურებში თითებს ირჭობთ და არ გინდათ მოსმენა ხოდა, მე – გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ
ევროპის ჯანდაცვა ვეღარ უძლებს აქ შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას.

ათი დღე ან უმეტეს შემთხვევაში ორი კვირაც კი ელოდებიან ტესტის პასუხს, ზოგ შემთხვევაში ისე ჯანმრთელდებიან პასუხი არ მოსდით პაციენტებს.

არცერთი ქვეყანა აღარ არის ერთმანეთზე უკეთეს მდგომარეობაში, არცერთი!

პირადში მწერენ: “შენ რა გიჭირს გერმანიაში ცხოვრობ!.. ეჰ, ვაი რომ გვიჭირს, მაგრამ… უსასრულოდ მაგრამ.😟

ვინც არ უნდა ყოფილიყო ჯანდაცვის მინისტრი, უკეთესად ვერავინ ვერაფერს იზავდა!

ოპოზიციის ლიდერებმა იმდენი ატარეს ხალხი მიტინგებზე – სანამ ეს უმძიმესი შედეგი არ დადგა ჩვენთანაც!

ამიტომ, მე, როგორც რიგითი ქართველი და გერმანიიდან ჩემი ქვეყნის უზომოდ გულშემატკივარი – კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: დაიცავით დადგენილი წესები, დაემორჩილეთ კანონს და გამოვხატოთ უზომო მადლიერება ჩვენი ჯანდაცვის სისტემისა და კონკრეტულად – მედპერსონალისადმი!

კომენტარები