ჩემი სრული მხარდაჭერა და პატივი ქ-ნ ირმა ინაშვილს და ბ-ნ დავით თარხანმოურავს! – ლაშა ამირეჯიბი:

– „პირველ რიგში მინდა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო ბ ნ დავით თარხანმოურავსა და ქ-ნ ირმა ინაშვილს! აგრეთვე მინდა ვუსურვო წარმატებები წამოწყწბულ დიდ საქმეში. აფხაზეთის საკითხს ვგულისხმობ. 28 წელი გავიდა რაც ჩვენ ქართველებმა დავკარგეთ აფხაზეთი. ამ პერიოდის განვალობაში ერთი კაციც კი არ დალაპარაკებია აფხაზებს. კომუნიკაცია აუცილებელია და ქ მა ირმამ ეს დიდი საქმე იტვირთა საკუთარ თავზე და აფხაზეთში ჩავიდა, რამაც ჩვენი ქვეყნის, ქართველი ერის მტრებს გულები დაუხეთქა. აქვე მინდა ვთქა ერთი ამბავიც, რომ თვითონ აფხაზები მოწადინებულები არიან დიალოგისთვის, რაც ძალზედ სასიხარულოა.მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო ბ ნო სერგეი შამბა, რომელიც ძალიან დიდი ხანია ძალზედ ფრთხილად ლაპარაკობს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების განახლებაზე.

გაუსკდათ გულები იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის 22 % ტერიტორია ყოველგვარი კონფლიქტისა და ტყვიის გასროლის გარეშე დაკარგეს და ლანგრით მიართვეს დამყრობლებს…ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყების წინააღმდეგი ხშირად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც კი ყოფილან..ძალიან ფრთხილად და რეკომენდაციის სახით უარი უთქვამთ.. ეხლა არ არის შესაბამისი ვითარება, ან იქნებ ცოტა მოგვეცადა კიდევ. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ქ-ნ ირმას და ბ-ნ დავით თარხანმოურავს დაუმსახურებლად აუარება ტალახი ესროლეს და უამრავი სიბინძურეც დააბრალეს.

ცხადია, ეს ჭუჭყი და ტალახი მ.სააკაშვილის და გიგა ბოკერიას ბრძანებით იქნა ნასროლი ქ-ნ ირმასა და ბ ნ დავით თარხანმოურავისთვის. თუ ვინმეს არ აწყობს დღეს აფხაზებთან დიალოგის დაწყება, ეს გახლავთ მ. სააკაშვილი და ლიბერასტების კლასტერის წინამძღოლი ,გიგა ბოკერია.
კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხდებ, რომ ქარული მიწის 22% სააკაშვილის და ბოკერიას უზარმაზარი ძალისხმებითა იქნა ჩაბარებული მტრისთვის.

ეხლა ,რაც შეეხება უზარმაზარ ღვთისმშობლის ხატს, საჩუქარს, რომელიც ქ მა ირმამ აჩუქა ილორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას…  ცხადია ,ეს საჩუქარი მხოლოდ სიკეთის და მშვიდობის მომტანი შეიძლება იყოს ორივე მხარისთვის და დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება.

ქართველები და აფხაზები აუცილებლად შევრიგდებით და კვლავ გავაგრძელებთ ერთად თანაცხოვრებას.

აქვე მინდა შევეხო ბ-ნი აპლიას განცხადებას. რომელიც გვამცნობს, რომ ღვთისმშობლის ხატი დაბრუნებული იქნა უკან მჩუქებელისთვის. ბ-მა ნადარაიამ და ბ-მა არძინბამ სამი პირი ტყავი გააძრეს ბ-ნ აპლიას ,სანამ უკან არ დააბრუნებინებს პატრიოტთა ალიანსის საჩუქარი. ეს ინფორმაცია ჩემმა აფხაზმა მეგობრებმა მომაწოდეს.

და ბოლოს,ვინ არის და რას წარმოადგენს ბ ნი ნადარაია. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ. ბ -ნი ნადარაია, რომელმაც დიდი ამბავი ატეხა ქ-ნი ირმას ვიზიტთან დაკავშირებით გახლავთ ქართველი ერის დაუძინებელი.მტერი,მიუხედავად მისი ქართული გვარისა და წარმომავლობისა.
ბ -ნი ნადარაია გახლავთ ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანი…. ეხლა მოგახსენებთ ერთ ძალიან საინტერესო დეტალს მისი ცხოვრებიდან. ბ-მა ნადარაიამ მოკლა ქართველი პარტიზანი და მისი თავის ქალისგან დაამზადებინა საფერფლე, რასაც დიდი სიამოვმებით იყენებს ყოველდღიურ ყოფაში. დემოსტრაციულად აფერფლებს და ხმაღლა აცხადებს, რომ მისი საფერფლე ქართველი მეომრის თავის ქალიდან არის დამზადებული..

სამწუხაროდ დღეს აფხაზეთში კანონი არ კანონობს და აფხაზეთს მართავენ ამდაგვარი ნაძირლები, როგორიც გახლავთ სადისტი და ქართველების დაუძინებელი მტერი, ვინმე ნადარაია.

ცნობისთვის: ბ ნი აპლია გახლავთ აფხაზეთის მართმადიდებლური ეკლესიის მაღალი სამღვდელოების წარმომადგენელი“

– წერს ლაშა ამირეჯიბი

 

კომენტარები