„ჩემი ქმარი არც ბავშვს ურტყამდა, ტყუილია, რომ ის ჩემ ავთოზე ძალადობდა… ამხელა ოჯახი მოიყვანა” – თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბავშვის დედა

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის, დედამ, „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში ქმრისა და შვილების ურთიერთობაზე ისაუბრა:

-„გათხოვების დღიდანის ქმრის მხრიდან მუდმივად ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ქმარს შვილზე არასოდეს უძალადია.

ჩემი  ქმარი ალკოჰოლის მიღების შემდეგ იცვლებოდა, აგრესიული ხდებოდა, სისტემატიურად ჩხუბობდა ოჯახში, ბავშვს ფიზიკურად არასდროს არ შეხებია.

საერთოდ ამპულას ვუდგამდით ხოლმე, რომ არ დაელია. როცა არ სვამდა, ნორმალურად იყო, ამხელა ოჯახი მოიყვანა, არც ბავშვს ურტყამდა, ტყუილია, რომ ის ჩემ ავთოზე ძალადობდა, უბრალოდ, როცა სვამდა, თავისთვის ყვიროდა. წინა საღამოს დამირეკა, მეჩხუბა, მაგინა, გამლანძღა. მერე ბავშვს ათქმევია – ფული გამომიგზვნეო. ვუთხარი, არ გამოგიგზავნი-თქო, მაშინ ტრაქტორს გავყიდიო. ვუთხარი, – გაყიდე-თქო, მერე დამიყვირა, ვსიო, დაემშვიდობე შენ შვილს, ვეღარ ნახავო. არ არის დასანდობი არც ეგ და არც ჩემი მაზლი, გვერდით რომ ცხოვრობს, ისიც უნდა მიაყოლონ და დაიჭირონ“.

კომენტარები