„ჩემი ქრისტე მოკვდა ჩემთვის და რა გააკეთა შენთვის მუჰამედმა?…“- რატომ დევნიან ქრისტიანებს პაკისტანში
“თუ მე მდევნეს, თქვენც დაგიწყებენ დევნას”- ჩვენთვის დევნულმა და რჯულის მომცემელმა ქრისტემ ამ სიტყვებით გაგვაფრთხილა, რომ მის მიმდევრებსაც დაგვიწყებდნენ დევნას. ისევე როგორც არცერთი, საღვთო გარდამოცემის სხვა სიტყვა, არც ეს სიტყვები გამქრალა უკვალოდ, არ გაფანტულა ჰაერში.
კვლევამ მსოფლიო მასშტაბით ქრისტიანთა დევნის საგანგაშო, გენოციდთან მიახლოებული ნიშნული აჩვენა. ქრისტიანთა მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ ქვეყნებში.
ეგვიპტეში არაბულმა კულტურამ, სამწუხაროდ, ქრისტიანობა უკვალოდ გააქრო. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობენ ადამიანები, თანამედროვე გმირები, რომლებიც ექსტრემალურ პირობებშიც ახერხებენ იყვნენ ნათელნი სოფლისა და ისინიც კი გაათბონ და გაანათონ, ვინც მათ მოსაკლავად დასდევს.
ერთ-ერთი ასეთი პაკისტანელი ქრისტიანი ასი ბიბი გახლავთ, რომლის ისტორიას ქართული ინტერნეტ პორტალი Jesus. ge გვიყვება.
პაკისტანელი ქრისტიანი ასია ბიბი, რომელსაც გასულ წელს სამშობლოში სასიკვდილო განაჩენი გაუუქმეს, უკვე კანადაში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გაავრცელა.
პანჯაბის პროვინციის მცხოვრები, ხუთი შვილის დედა პაკისტანიდან გაიყვანეს, რადგანაც ადგილობრივი ექსტრემისტული ჯგუფები მას მოკვლით ემუქრებოდნენ.
როგორც ადვოკატი აცხადებს, კანადაში იმყოფებიან ბიბის შვილებიც, ის უკვე თავის ოჯახთან ერთადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
გასულ წელს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ ასიას, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ისლამის წინააღმდეგ მკრეხელობის ბრალდება მოუხსნა, ამან ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. მუსლიმანი ექსტერემისტები მის სკვდილით დასჯას მოითხოვდნენ, ქუჩაში საბურავებს წვავდნენ და ხმაურს ტეხდნენ, რათა სახელმწიფოს მათთვის ასია გადაეცა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბიბიმ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს სთხოვა თავშესაფარი, მათ შორის დიდ ბრიტანეთსაც, თუმცა თითოეული მათგანისგან უარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ასია ბიბის − პაკისტანელ ქრისტიან ქალს, 5 შვილის დედას, სასიკვდილო განაჩენი 2010 წელს, წინასწარმეტყველ
მუსლიმი ქალები მას უწმინდურად მიიჩნევდნენ, რის საპასუხოდაც ბიბიმ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც მისი ბრალდების საფუძველი გახდა: „ჩემი ქრისტე მოკვდა ჩემთვის და რა გააკეთა შენთვის მუჰამედმა?…“ – ამ სიტყვების გამო ის, ყოველგვარი სამხილის გარეშე, მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, ღვთის გმობაში დაადანაშაულეს.
პაკისტანში მოსახლეობის მხოლოდ 1.6 % ქრისტიანია და ისინი განიცდიან დევნასა და შევიწროებას რელიგიურ ნიადაგზე.
1990-იანი წლებიდან დღემდე, ღვთის გმობის საფუძველზე დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდა.
ამ დროის განმავლობაში, პაკისტანში რელიგიური მოტივით, 65 ადამიანი მოკლეს.
პაკისტანი ხშირად ხვდება იმ საშიში ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ქრისტიანები დევნას განიცდიან.