„ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დროს ეკლესია გაძლიერდა. სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის განმტკიცება“

საქართველოს ყოფილმა რეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხზე“ განაცხადა:

„ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დროს ეკლესია გაძლიერდა.

სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის განმტკიცება.

საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ. ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად. სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის გამტკიცება. ამაზე არათუ ბოდიშს არ მოვიხდი, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევადაც.

საქართველოში რწმენის დასუსტება შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მტრების პირდაპირი ამოცანა.

ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ პირდაპირ რუსეთის, გავლენის აგენტებს, იმით, რომ ლაპარაკობენ: „უფ, რა გოიმობაა, ნახე, ეკლესიაზე ლაპარაკი, რწმენაზე ლაპარაკი, ეს ხო პოპულიზმია“. უკაცრავად, მე მწამს ის, რაც მწამს. მე მჯერა ის, რაც მჯერა.

როგორ შეიძლება ქილიკი იმაზე, რაც სინამდვილეში ჩვენი ფასეულობაა. ჩვენი ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ჩვენი ქრისტიანობა. რატომ ვერ ამბობს ჩვენზე უარს ევროპა, რადგან ქრისტიანები ვართ, ხუთჯვრიანი დროშა გვაქვს. ჩემი ინიციატივით, შემოვიდა ხუთჯვრიანი დროშა, არავის არ დასიზმრებია მანამდე“.

კომენტარები