„ჩერნობილის“ ავტორი მომღიმარე სელფების მქონე ტურისტებს მიმართავს

ტურისტებმა, რომლებიც ჩერნობილის მოსანახულებლად მიდიან, იქ მომხდარ ამბავს პატივი უნდა სცენ. ამის შესახებ HBO-ს მინისერიალის ავტორმა ქრეიგ მეიზინმა Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ზოგიერთი ადამიანი, რომელიც უკრაინაში მსოფლიოს ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფის ადგილის სანახავად ჩადის, განადგურებული გარემოს ფონზე მომღიმარ ფოტოებს იღებს. იყო შემთხვევაც, როდესაც ჩერნობილის ერთ-ერთმა ვიზიტორმა დანგრეული სახლის ფონზე ნახევრადშიშველი ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ქრეიგ მეიზინი მოქალაქეებს სთხოვს ახსოვდეთ, რომ ჩერნობილში საშინელი ტრაგედია მოხდა.
დღეს Reuters-მა დაწერა, რომ HBO-ს სერიალის გამოსვლის შემდეგ ჩერნობილში ტურიზმი 40%-ით გაიზარდა.

 

კომენტარები