ანეგდოტი: ჩერჩილი რუზველი და სტალინი დანიძლავდნენ, ვინ უფრო უყვარს ხალხს

დაუძახეს ამერიკელს, ბრიტანელს და საბჭოთა მოქალაქეს.
ჩერჩილი ეკითხება ბრიტანელს:
_შეგიძლია ჩემს გამო უფსკულში გადახტე?
_არა ბატონო პრემიერ-მინისტრო, 4 შვილი მყავს, ცოლი და მოხუცი მშობლები.

ახლა რუზველტი ეკითხება ამერიკელს იგივეს.
_არა ბატონო პრეზიდენტო, ოჯახი მყავს, მშობლები, ნათესავები.
დადგა სტალინის ჯერი, ეკითხება საბჭოთა მოქალაქეს:
_გადახტები ჩემი გულისთვის?
_რა თქმა უნდა დიდო ბელადო!
გთხოვთ დამრთოთ ნება გადავხტე!
სტალინი თავს დაუქნევს და ისიც გარბის უფსკულისკენ.
ჩერჩილი და რუზველტი უმალ აკავებენ და ეკითხებიან:
_გაგიჟდი? მართლა უნდა გადახტე?
_აბა რა ვქნა! ცოლი მყავს… შვილები… მოხუცი მშობლები…

კომენტარები