ჩეხეთის მთავრობა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70-მდე თანამშრომელს გააძევებს

ჩეხეთის მთავრობა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70-მდე თანამშრომელს გააძევებს. ამის შესახებ

-„გუშინ რუსეთის ელჩს ვუთხარი, ჩეხ დიპლომატებს მოსკოვში თუ არ დააბრუნებდნენ, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს შემადგენლობას შევამცირებდით. რუსულმა მხარემ ჩვენს მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა, ამ გადაწყვეტილების განხორციელებას შევუდგებით. პრაღაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობას მოსკოვში ჩვენი საელჩოს შემადგენლობის დონემდე დავიყვანთ. რუსეთს ჩეხეთიდან თავისი ხალხის გაყვანაზე მაისამდე ეძლევა დრო“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა.

დღეის მდგომარეობით, პრაღაში რუსეთის საელჩოში 27 დიპლომატი და ტექნიკური პერსონალის 67 თანამშრომელი იმყოფება, მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში – 5 დიპლომატი და ტექნიკური პერსონალის 19 თანამშრომელი.

17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატები რუსეთის დაზვერვაზე ფარულად მუშაობდნენ. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ჩეხეთის საელჩოს 20 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

კომენტარები