„ჩვენთან იყვნენ, მაგრამ ჩვენები ისინი არასოდეს ყოფილან – როგორც იოანე მოციქული ამბობს. ამის კლასიკა იუდაა“-თეოდორე გიგნაძე 

-„ჩვენთან იყვნენ, მაგრამ ჩვენები ისინი არასოდეს ყოფილან – როგორც იოანე მოციქული ამბობს.
ამის კლასიკა იუდაა.
იუდა სამწელიწად-ნახევარი მოციქულობდა, ანუ ღვთის სიტყვას ქადაგებდა, სასწაულებსაც ახდენდა,
ქრისტეს მოწაფე იყო, ერთ-ერთი დაახლოებული და მისი გული შარაგზა იყო და საბოლოო ჯამში, ეს გული ეშმაკმა დაიპყრო.
განსაკუთრებულად ყველაზე ამაღლებულ დროს, როდესაც უფალი აზიარებს სისხლსა და ხორცს,
საიდუმლოებაში მონაწილეობას ღებულობს, ქრისტეს ხელით უშუალოდ,
სწორედ მაშინ შედის მასში ეშმაკი და პირდაპირ ამოაცლის ამ სიტყვას -კლასიკაა;
როცა ღვთის სიტყვა შედის, საიდუმლოება აღესრულება, თითქოს, პრინციპში გარეგნულად, მაგრამ ეშმაკი შედის მის გულში, ანუ ეშმაკი იღებს ყველაფერს თითქოს, არ აძლევს საშუალებას და რადგან ეს უფლის მოწაფეს დაემართა,
რა გარანტია გვაქვს ჩვენ,
რომ ეს შარაგზა არ არის ჩვენი გული?“
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან | 31.10.2021
კომენტარები