„ჩვენთვის ადრე ცნობილი, არც ერთი რესპირაციული ან სხვა ვირუსი არ იწვევდა ასეთ ხანგრძლივ ნარჩენ მოვლენებს და გართულებებს, როგორც კორონავირუსი“- ივანე ჩხაიძე

-„კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტების არც თუ ისე მცირე ნაწილში  ისეთი გამოვლინება აღინიშნება, როგორიცაა- ადვილად დაღლა, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება, ეს ე.წ. პოსტ-კოვიდური სინდრომია, რომელსაც ხანგრძლივ, ქრონიკულ კოვიდსაც უწოდებენ. ეს სერიოზული პრობლემაა სამედიცინო სამსახურისთვის, რადგან, როგორც აღმოჩნდა, –კორონავირუსის მწვავე პერიოდით არ შემოიფარგლება ამ პაციენტების ნახვა და გარკვეული რესურსი უნდა იყოს შემონახული იმისათვის, რომ ეს პაციენტები კლინიკიდან გაწერის შემდგომ პერიოდშიც ეფექტურად იმართონ.

საბედნიეროდ ბავშვებში ასეთი ნარჩენი მოვლენების და გახანგრძლივებული სიმპტომების ალბათობა გაცილებით ნაკლებია.  ჩვენთვის ადრე ცნობილი, არც ერთი რესპირაციული ან სხვა ვირუსი არ იწვევდა ასეთ ხანგრძლივ ნარჩენ მოვლენებს და გართულებებს, როგორც ახალი კორონავირუსი“, – განაცხადა  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მაესტროს“ ეთერში.

კომენტარები