ჩვენთვის, როგორც მედეას ქვეყნისთვის, მედიცინა გენეტიკური დარგია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს დაესწრო.

“30 წლის წინ წამოწყებული საქმე, დღეს სამაგალითოა!
წარამატებებს ვუსურვებ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, მომავალ ექიმებს!

თქვენ დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმე – უცხოეთში სტუდენტების გაგზავნა, იქ მათი მომზადება, დაბრუნების ხელშეწყობა და მათთან კავშირების შენარჩუნება, რათა გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის დახმარება. აუცილებელია ვიცოდეთ ვინ წავიდა, ვინ დაბრუნდა და ვინ განაგრძობს საზღვარგარეთ საქმიანობას.

ჩვენთვის, როგორც მედეას ქვეყნისთვის, მედიცინა გენეტიკური დარგია, დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში, დავიბრუნებთ ჩვენს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა სამედიცინო, სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტურიზმის სფეროში.🇬🇪

“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი ადამიანური კაპიტალია, რომელთანაც მუდმივი კავშირი უნდა გვქონდეს. 🇬🇪” – აღნიშნავს პრეზიდენტი

კომენტარები