„ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, სიცოცხლე – იესო ქრისტეა; ბედნიერებაც იესო ქრისტეა”

 ამონარიდი დეკანოზ  თეოდორე გიგნაძის ქადაგებიდან:

„ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, სიცოცხლე – იესო ქრისტეა; ბედნიერებაც იესო ქრისტეა;
ღირსებაც იესო ქრისტეა;
ჭეშმარიტებაც იესო ქრისტეა;
ცხოვრების გზაც იესო ქრისტეა; თავისუფლებაც იესო ქრისტეა, – ყველაფერი იესო ქრისტეა!

ქრისტიანი არის ის, ვისთვისაც ქრისტეა ყველა ღირებულება, აი, მე რომ შენ მიყვარხარ, აქაც საფუძველთა საფუძველი – იესო ქრისტეა, იმიტომ რომ თუ იესო ქრისტე არ იქნება ამ ყველაფრის საფუძველი – მე შენ დაგკარგავ, ჯერ ერთი, დაგკარგავ იმიტომ რომ, მე შენ არ მეყვარები, როგორც საჭიროა, მეყვარები მხოლოდ ბიოლოგიური სიყვარულით, როგორც ცხოველს ცხოველი უყვარს, ხანდახან თავგანწირვამდეც კი, მაგრამ მე შენდამი ნამდვილი სიყვარული არ მექნება, იმიტომ რომ ჩემს დაცემულ ბუნებას, რას ვუზამ, რომელსაც სიყვარული არ სურს?!

და მეორე: პერსპექტივა არ ექნება ჩვენს ურთიერთობას! არ ექნება პერსპექტივა, იმიტომ, რომ ქრისტემ თქვა: „ჩემს გარეშე ვერავინ მივა მამასთან“. – არ ვიქნებით მამასთან – ყოვლადწმიდა სამების წიაღში, – ჩვენი ურთიერთობა განწირული იქნება დასრულებისთვის.“

კომენტარები