„ჩვენთვის ღმერთი უფრო ახლოა, ვიდრე საძილე არტერია, იესო ქრისტეს სახელი უფრო ინტენსიურია, ვიდრე სუნთქვა“-დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

„ღვთის მცნებები და სარწმუნოება გარეგანი მოვლენა არ არის ჩვენთვის,
შინაგანი მდგომარეობაა.
სისხლის მიმოქცევა, საძილე არტერია, ან გულისცემა, ან ეს სუნთქვა – ეს არის ფიზიოლოგიური პროცესები, რომლის გარეშეც მე ცოცხალი არ ვარ
– ჩემი ხორციელი არსებობა ამ ქვეყანაზე და ეს ჩამოთვლილი ერთი მთლიანობაა,
ასე უნდა იყოს ჩვენთვის სარწმუნოებაც.
ჩვენთვის ღმერთი უფრო ახლოა, ვიდრე საძილე არტერია,
იესო ქრისტეს სახელი უფრო ინტენსიურია, ვიდრე სუნთქვა,
ღვთის მადლი უფრო სიღრმისეულად არის ჩვენთან, ვიდრე გული.
ორგანულობა არის მახასიათებელი ქრისტიანისათვის,
ასეთები უნდა ვიყოთ ჩვენ.
როცა ქრისტე ამბობს – მე ვარ სიცოცხლე,
ჩვენ კითხვა აღარ უნდა გვქონდეს, რომ სიცოცხლე ვიცი აი, ვსვამ, ვჭამ, მივდივარ, მოვდივარ, ჩემი ბიზნესი, ინტერესები მაქვს
– არა
სიცოცხლე სხვა რამეა და
ის სიცოცხლე არის პერსონიფიცირებული.
“მე ვარ სიცოცხლე” – სანამ ეს ჩემთვის უცხოა და სანამ ეს ჩემთვის გარეგანია,
ეს ნიშნავს, რომ მე ჯერ ქრისტიანი არ ვარ.
როცა ჩემთვის ეს ყველაფერი ისეთივე სიღრმისეული გახდება, როგორც ფიზიოლოგიური არსებობისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები,
მაშინ მე ვიტყვი, რომ ჩემთვის რწმენა ბუნებრივია“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 18.03.2021
კომენტარები