„ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც ადმინისტრაციაში დაბრუნდა. ისინიც გვიცნობენ ჩვენ“- ირაკლი ღარიბაშვილი

-„ჩვენთვის ცნობილია ყველა ის პირი, რომელიც ადმინისტრაციაში დაბრუნდა. ისინიც გვიცნობენ ჩვენ, აქედან გამომდინარე ველი იმას, რომ გვექნება მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ამერიკასთან.

ბატონი დავით ზალკალიანი ძალიან ნაყოფიერად აგრძელებს მუშაობას, მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის არის ვიცე-პრემიერი, მინდა გითხრათ, – მას უკვე ჰქონდა კონტაქტები თავის ამერიკელ კოლეგასთან“,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

კომენტარები