„ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს. ეს რეფორმა უნდა გაგრძელეს. ეს რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს. განათლების სისტემის რეფორმა რჩება მთავრობის“ – გიორგი გახარია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.

-„მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება. საქართველოს მთავრობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტია.

ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს. ეს რეფორმა უნდა გაგრძელეს. ეს რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებაზე და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად.

 პანდემიის შემდგომ გლობალური კონკურენცია იქნება გაცილებით მძაფრი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში.

ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცხადია, გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები, მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად იმისთვის, რომ შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ გლობალურ კონკურენციაში. ყველას უნდა გვესმოდეს, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსი დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა უნდა იყოს წარმატებით დასრულებული“, – განაცხადაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები