„ჩვენი ბრძოლით, საქართველოში უცხოტომელთა შემოდინება შევამცირეთ…“- რამაზ გაგნიძე

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „განსხვავებული აზრი“

წამყვანი – ზაზა დავითაია – ჟურნალისტი და უფლებადამცველი

თემა: მოვლენები პოლიტრეპრესირებულების თვალით

სტუმარი: რამაზ გაგნიძე – „ქართული მისიის“ დამფუძნებელი

-„15 მაისი ეს ის დღეა არის, როდესაც ჩვენ, ჯერ რამდენიმე ათეული, შემდეგ რამდენიმე ასეული, შემდეგ კი გავხვდით რამდენიმე ათასეული და მივაღწიეთ რამოდენიმე შედეგს, რომელიც კანონის თუ საკანონმდებლო აქტების სახით გაფორმდა კანონიერად, კონსტიტუციურად.

ერთი იყო, რომ კანონში შევიდა, ქართული ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის. მეორე იყო, მიწის დაცვის კომიტეტი შევქმენით, ქართული მიწა არ გაიყიდება უცხო ტომელებსა და უცხოეთის მოქალაქეებზე; მესამე იყო, რომ უცხოტომელთა ბინადრობა შემცირდა, უფრო გაიზარდა 10 წლამდე, მაგრამ იყო გარკვეული პირობები, მილიონი ლარი უნდა შემოიტანოს, შემოვიდეს რეალური ბიზნესმენი, ვინც უნდა მიიღოს ბინადრობა, რომ რეალურად ეკონომიკური საქმეები აწარმოოს.

ჩვენი ბრძოლით, საქართველოში უცხოტომელთა შემოდინება შევამცირეთ.

ერთი ყველაზე მთავარი კანონი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რომ ხალხი „გაებარიგებინა“, მათ ამას უწოდეს მარიჰუანის კულტივიზაცია, ეს კანონის შევაჩერეთ კონსტიტუციურად და ქართველი ხალხი გაბარიგებას გადარჩა…“, -განაცხადა რამაზ გაგნიძემ.

გადაცემა ნახეთ

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/d20wrSjF4S/

კომენტარები