5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, „ალტ-ინფოს“ ჯგუფის და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ორგანიზებით, 24 დეკემბერს აქცია გაიმართა.
-„დღევანდელი აქცია ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია ვამაყობ თქვენით. ისეთი ხალხი ხართ ერთიც, რომ დარჩეთ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ. მადლობა უფალს რომ ამათზე ბევრნი ვართ და ამათზე მაგრები“, – წერს „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია.
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
-„არ დაგვავიწყდეს ის 28 ადამიანი, რომლებიც ჩვენი ყველას ღირსების დაცვის გამო ციხეში სხედან. გასაგებია, რომ შეთითხნილი ბრალდებებით, მაგრამ ისინი მაინც ციხეში იმყოფებიან. ამიტომ, თუ 5 ივლისი არის და იყო ქართველი ერის ისტორიაში მინიმუმ ბოლო 10 წლის მანაძილზე ყველაზე დიდი გამარჯვებსი დღე, ჩვენ ეს გამარჯვება უნდა გავიაზროთ და იყოს შთაგონება კიდევ ახალი გამარჯვებების. არანაირი ფასი ამ გამარჯვებას არ ექნება, მანამ სანამ ეს ბიჭები იქნებიან ციხეში. ყველამ კარგად ვიცით, – ნინო ლომჯარი არ არის ქართველი ხალხის არჩეული სახალხო დამცველი და არც არავითარი ლეგიტიმაცია მას არ აქვს. ეს არის ეკლესიასთან მებრძოლი უზნეო ადამიანი, რომელიც აირჩიეს იმ ლიბერალურმა ძალებმა, რომლებიც უცხოეთიდან სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებენ. ეს ადამიანი არის საქართველოს მოქალაქეთა მინიმუმ 87%-ის პირადი მტერი. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოვედღიურ რეჟიმში ახორციელებს ზეწოლას სახელმწიფო სტრუქტურებზე და ამ გმირ ბიჭებს მთელს მსოფლიოს აცნობს, როგორც მოძალადებს და პირსისხლიან ვამპირებს. არ არის ახლა იმის დრო, რომ „ყველანი ქართველები ვართ“. ქართველები ვართ ისინი ვისაც გვესმის, რა არის ცნება „ქართველი“. მე არა ვარ მომხრე, ვიცხოვრო იმ სოციუმში, სადაც მე, ნინო ლომჯარიას და გიგა ბოკერიას ყველას გვერქმევა ქართველები“.
დასავლეთის მიერ წლობით დაფინანსებულმა ძალებმა, ასევე, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ და ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერმა სხვა პარტიებმა, ორგანიზაცია ,,თბილისი პრაიდთან’’ ერთად, 5 ივლისს გეი აღლუმის ჩატარება სცადეს, თუმცა ქართველი ხალხის მხრიდან ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობა შეხვდათ, რის გამოც მარში ჩაიშალა. არეულობის დროს პოლიციამ 30-ზე მეტი პირი დააკავა. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, „ალტ-ინფომ“ აქცია პარლამენტთან 26 სექტემბერსაც გამართა. 5-6 ივლისის საქმეზე დაკავებული სამი პირი – გიორგი ელისბარაშვილი, გიორგი ოძელაშვილი და ალიკ ალაზოვი ცოტა ხნის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა დაკავებულთა დიდი ნაწილი დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. 5-6 ივლისის აქციებისას დაკავებული პირების ოჯახებს, მედიაკომპანია „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით, 155 000 ლარამდე ფინანსური დახმარება უკვე გადაეცა. სახსრების მობილიზება მედიასაშუალება „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით მოხდა და მასში საქართველოს ათასობით მოქალაქემ, მათ შორის ემიგრანტებმა, მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული დახმარების პროგრამა დღესაც გრძელდება, სადაც ყველას შეუძლია თავისი წვლილის შეტანა.
5-6 ივლისის აქციების საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა