„ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს“-გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:

-„ისრაელი არის ქვეყანა! ჩვენ რამდენი ათეული წელი დაგვჭირდება, რომ ამ დონემდე მივიდეთ?! ისრაელში გაკეთდა ფაიზერით ვაქცინაცია, იქ არის ელექტრონული ჯანდაცვა და ყველა პაციენტის მონაცემი აღრიცხულია. არის კვლევა, რომ 100 000-დან ერთ პაციენტში მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარდა. რისკჯგუფია 18-დან 30 წლამდე ასაკი, ძირითადად მამაკაცები.
ნებისმიერ მედიკამენტთან მიმართებაში აუცილებელია სიფრთხილე და გამჭვირვალობა. ამდენი კვლევა იბეჭდება „ფაიზერზე“, ასტრაზენეკაზე“, „ჟონსონი @ჯონსონზე“. შეკითხვა არ გებადებათ, რატომ არ არის არანაირი კვლევა გასაჯაროებული ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე?
„ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინაზე ბევრი კვლევაა, გამოვლინდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ერთი რამ, რაც შეიძლება, დაბეჯითებით ითქვას, არის ის, რომ ორივე ვაქცინა იძლევა საშუალებას, ადამიანები არ მოხვდნენ რეანიმაციაში და არ გადრაიცვალონ.
კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, „ფაიზერის“ ეფექტურობა 94%-ია, ერთ დოზაზეც კი. მაგრამ დაბეჯითებით გთხოვთ, ყველამ, ვინც გაიკეთეთ ერთი დოზა, გაიკეთეთ მეორე დოზაც აუცილებლად.
ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში წამოვიდა კვლევები, კოვიდგადატანილ ადამიანებში არის ბევრი, სხვადასხვა სახის პრობლემა. ბოლო კვლევა, რომელიც ნიუ იორკში გაკეთდა, ადასტურებს, რომ შესაძლოა, კოვიდი აზიანებდეს თავის ტვინს.
კიდევ გავიმეორებ, ეს კვლევა ეხება არა იმათ, ვინც ვაქცინა გაიკეთა, არამედ კოვიდგადატანილებს. არ გადაატრიალოთ ჩემი ნათქვამი, როგორც ტვ პირველმა, თითქოს მე ვთქვი, რომ ვაქცინირებულებს სპერმის ხარისხი უქვეითდებათ, სინამდვილეში მე ვთქვი, რომ კოვიდგადატანილებში მაღალი შანსია, სპერმის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდეთ.
ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა. არც ერთ მათგანს არა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ჩინურ ვაქცინას, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, არ აქვს გავლილი კლინიკური კვლევების მესამე სტადია. გავლილი აქვს მხოლოდ პირველი და მეორე სტადია, მაგრამ თავის მონაცემებს საჯაროდ არ აზიარებენ.
მოკლე ისტორია – სინოფარმი დეკემბერში აცხადებდა, – მისი ვაქცინა 79%-ით ეფექტურია. გაერთიანებულ ემირატებში ამბობდნენ, რომ 86%-ია. ვუხანის ინსტიტუტის ინფორმაციით, ეფექტურობა 72,5%-ია, თურქეთის ცნობით – 91,2%-ია, თუმცა ხედავთ, რომ ახლა იძულებული გახდნენ, ჩაკეტილიყვნენ. ბრაზილიამ იანვარში განაცხადა, 78%-იაო, ერთ კვირაში კი წამოვიდა ინფორმაცია, რომ ეფექტურობაა 50,0%.ინდონეზიის კვლევით 65%-ია. პაკისტანში – 75%. ხედავთ ხომ, ციფრებში რამხელა სხვაობაა? ამას წინათ კი ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საჯაროდ თქვა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ია. რეალურად სავარაუდოდ 25%-ია. რატომ იძახის საქართველოს მთავრობა, რომ 79%-ია ეფექტურობა? ეს კვლევები ეხება ვუხანურ ვირუსს, სხვა შტამებზე როგორ მუშაობს ჩინური ვაქცინა, ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს.
კიდევ ერთი საკითხი – პერიოდულად პრესაშიც და ზოგიერთი ექიმის მხრიდანაც ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, თითქოს, რაღაც კოვიდსწინააღმდეგო წამალი გამოიგონეს. ხალხო, სანამ მედიკამენტი არ გაივლის მესამე კლინიკურ კვლევას, მისი ასე დარეკლამება, სულ მცირე, არაეთიკურია. ნუ აკეთებთ ამას და ნუ ეხმარებით ფარმაკომპანიებს გამდიდრებაში! ნუ ქმნით ცრუ მოლოდინებს საზოგადოებაში!
ინდოეთში მძიმე მდგომარეობაა – საავადმყოფოებში არ არის ჟანგბადი, წამლები, საწოლები, პესრონალური თავდაცვის საშუალებები. ინდოეთის ცენტრალურმა მთავრობამ დამალა ინფორმაცია ვირუსზე, რომ ჩაეტარებინათ არჩევნები. ჯერჯერობით ინდურ შტამზე არ არის სრულყოფილი კვლევები, არ იციან, მუშაობს თუ არა ფაიზერი მის წინააღმდეგ. არის კვლევები, რომ ვინც უკვე გადაიტანა კოვიდი ან იყო ვაქცინირებული, ისინიც დაინფიცირდნენ. 2-3 კვირაში უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გასაჯაროვდება.
თუ გაიკეთეთ ვაქცინა, მიჰყევით პროტოკოლს, აუცილებლად გაიკეთეთ მეორე დოზაც. 5 თვის შემდეგ დიდი ალბათობით მესამე დოზის გაკეთებაც მოგიწევთ. ვაქცინაციამდე კონსულტაცია გაიარეთ ოჯახის ექიმთან. ნუ გაიკეთებთ ექიმის დანიშნულების გარეშე პრე და პოსტვაქცინურ ტესტებს.
თავდაცვის ოქროს რეკომენდაციები უცვლელია – სამედიცინო პირბადე ცხვირზე, 2-მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა.
თუ გაქვთ საშუალება, გახვიდეთ სოფელში, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. სოფელში ცხოვრება არის ფუფუნება დღევანდელ დროს.
„მე, დედა და საქართველო“
-„ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს. ქუთაისში ძალიან ლამაზი სახლი მქონდა, ჩემი სული და გულია იმ სახლში ჩადებული. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა გამოქანდაკებული, ის სახლი შემდეგ ჩემმა მეგობარმა იყიდა. მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი. საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის გავდივარ დედის საფლავზე. მე დედაჩემი ძალიან მიყვარს. არასდროს ვიტყვი – „მიყვარდა“, დედა სულ გიყვარს.
ქუთაისში როცა ჩავდივარ, ყოველთვის გავდივარ დედაჩემის საფლავზე. ხომ დაგიგროვდება ცხოვრებაში ადამიანს რაღაცეები, ზოგჯერ რაღაცეებს ვერავის ვერ ეტყვი, საერთოდ ვერავის ვერ ეტყვი – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი. დედის წინაშე რა უნდა დამალო. დედამ ყველაფერი იცის, დედა ყველაფერს გრძნობს. შენ ხმა რომ არ ამოიღო, დედამ მაინც ყველაფერი იცის….დედას ყველაფერი უნდა უთხრა. მე დედაჩემს ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი…ახლაც რომ ჩამოვდივარ, მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს. მას ესმის, ვიცი.
აღდგომა ჩემთვის დღე-სასწაულია.
ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში
სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.
გეტყვით – რატომ. კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამანი გავიდეს?! კარგით რა! ეს ვითომ მოქალაქეებზე ფიქრი, ვითომ ეპიდემიოლოგია, ვითომ ექსპერტიზა – არ გვინდა რა, ამდენი დაბოლება. საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება მომატებულია, ვიცი, და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ ზეგავლენის ქვეშ არიან.
ჩემი მოსაზრება მარტივია – მეტრო დაკეტე, კინოთეატრი დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე – გეუბნები, ინფექცია სად არის. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! – კარგი რა! ბოლოსდაბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?!
მე ვფიქრობ შემდეგს – ჩვენი წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია. მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!
მთელი ქვეყანა თუ იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?! ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ.
სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს, ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომის დღესასწაულზეც.
იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!
და ბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!

აღდგომას ვაპირებდი ჩამოსვლას რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე სიარული, ეს არის რაღაც ისეთი, როცა დედას აკითხავგაესაუბრები და მოუყვები რა მოხდა.

ძალიან მინდოდა წელს ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან“

სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს და ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომაზეც.
იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!
და ბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!“
კომენტარები