„ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ დავიცავთ წესებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების რისკები“ – გიორგი გახარია

მთავრობის სხდომ გაიმართა.

-„დღეს საქართველოში ჩოვიდ-19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის, ერთდროულად, 224 ადამიანი. გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება.  

სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე. ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, ეფექტურად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.  მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა. შესაბამისად ,კომენდანტის საათიც. თუმცა, ვირუსი არსად წასულა. ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო მეტად იზრდება. მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვან.

 საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში საჭირო იქნება. დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ ჩოვიდ-19-ის მეორე ტალღის საფრთხეზე. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია, რათა  გავუმკლავდეთ ვირუსს, ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა. ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს გამოწვევა, კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა პირველ რიგში ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, შემდგომ წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ დავიცავთ წესებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების რისკები. ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გვჭირდება ჩვენ ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობის გარეშეა. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, რომ იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის,“ –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები