„ჩვენი მოქალაქეები მას უნდა სტუმრობდნენ არა როგორც დავით გარეჯს, არამედ როგორ ქეშიქჩიდაღს“ – აზერბაიჯანელი დეპუტატი

როგორც აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემები წერენ, მილი-მეჯლისის (ეროვნული კრების) მიერ გამართულ პლენარულ სხდომაზე, აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა დავით გარეჯის საკითხი განიხილეს.

დეპუტატმა განირა ფაშაევამ აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები არის მგრძნობიარე თემა, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უფრო ღირებულია.

„ეს ძეგლი ყოველთვის აზერბაიჯანის მფლობელობაში იყო და ის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენი მოქალაქეები მას უნდა სტუმრობდნენ არა როგორც დავით გარეჯს, არამედ როგორც ქეშიქჩიდაღის ძეგლს, ჩვენ არ ვართ მომთაბარე ერი. ჩვენ ვართ ამ მიწის კანონიერი მფლობელები,”-განაცხადა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.

კომენტარები