ჩვენი მხარდაჭერა ექიმებს-გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს-“კორონომიკა, რომელიც ახლა კოვიდ 19 ის ეკონომიკაზე ზეგავლენის ეფექტს აღნიშნავს, ბევრი რამის გადაფასების წინაშე გვაყენებს. მათ, შორის ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით. შორს რომ არ წავიდე, იგი სტრატეგიული სასაქონლო მარაგების მართვის ახალ მიდგომებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების სტიმულირების და აგროსექტირის მოდერნიზაციის წინაშე გვაყენებს.

მე სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, და პოსკრიზისული პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეებისა, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

უკვე მომავალ წელს, ბოლო საერთაშორისი პროგნოზებითაც კი ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში, არამედ რეგიონში მთლიანად.

გარდა ამისა, თუ ერთ მხარეს ანტიკრიზისულ სამთავრობო სტრატეგიას და მეორე მხარეს გამარგინალიზირებული ოპოზიციის ქმედებებსაც შევაფასებთ, საინტერესო ანალიზზეც გავალთ. უკვე ამ წლის შემოდგომაზე, არჩევნებშიც დიდი უპირატესობით რომ გაიმარჯვებს ოცნება, ოპოფლანგის მიერ კონტროლირებად ზოგიერთ ტელე არხისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებში ეს ფაქტი უცილობლად გამოიწვევს გარდაუვალ შოკს. შესაბამისად, ვფიქრობ სტრატეგიული მარაგების ნაწილში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზადყოფნაში უნდა იქონიოს აკადემიკოს დიშელის უებარი საშუალება ბროწეულის ოყნები, აღგზნებული სუბიექტებისათვის შოკის მოსახსნელად და დასაშოშმინებლად. ამით აგროსექტორსაც ხელს გავუმართავთ და ადგილობრივ წარმოებასაც!

ჩვენი მხარდაჭერა ექიმებს”-წერს ცუცქირიძე

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები