„ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან  განაცხადა:
-„შეზღუდვები თუ არ გვინდა, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, ყველა „კლასტერი”, რაც დღეს გვაქვს, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჭირისუფრების, ასევე ქორწილების შემდეგ. გასაგებია, პირბადით ვერ იჯდები სუფრასთან. ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

-„ყველანაირი თავშეყრა თავდაცვის საშუალებების გარეშე, არის მომატებული რისკი. მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარია ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნება. გაზაფხულია, მეტი ვიაროთ ფეხით! არ გინდათ ორ გაჩერებაზე ავტობუსში ჩაბრძანდეთ. რა sჯობს ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას?! 2-3 კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია?“

საქართველოში კორონავირუსის 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 547, გარდაიცვალა 3 840 პაციენტი.

კომენტარები