“ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით”- აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გავლენას არ იქონიებს.
„მე პირადად არ გამკვირვებია და არ მგონია, ვინმეს უნდა გაჰკვირვებოდა იმიტომ, რომ ბატონი ზელენსკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ ამას აპირებდა. შესაბამისად, ეს მისი გადაწყვეტილებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არანაირად იმოქმედებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კეთილ ურთიერთობებზე. მას წინამორბედის გაკვეთილი მაინც უნდა გაეთვალისწინებინა. ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას. წესით, უნდა მიმართოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები