„ჩვენი ქვეყანა მწვანე ზონად განიხილება, რადგან ინფექციის გავრცელება“ – ამირან გამყრელიძე

-„ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა მწვანე ზონად განიხილება, რადგან ინფექციის გავრცელება დაბალ ნიშნულზეა.

გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა, 12  გარდაიცვალა.

კომენტარები