„ჩვენი შვილების მკვლელების გვერდით დგეხარ მალხაზ და რას მივაწეროთ ეს გვითხარი მაინც, ნუ კადრულობ უკადრებელს, თავი დაანებე ცილისწამებას, ამას უფალი არ გაპატიებს, რით მოგწამლეს ნაცხროვის ცრუპენტელებმა ასე“

„ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში მოკლული, გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე  “ფეისუქის” პირად გვერდზე, მალხაზ მაჩალიკაშვილს პასუხობს:

„ჩვენი შვილების მკვლელების გვერდით დგეხარ მალხაზ და რას მივაწეროთ ეს გვითხარი მაინც, ნუ კადრულობ უკადრებელს, თავი დაანებე ცილისწამებას, ამას უფალი არ გაპატიებს, რით მოგწამლეს ნაცხროვის ცრუპენტელებმა ასე და რამ გაგაბოროტა შენსავით გულმოკლულ ადამიანებს, რომ ლანძღავ, თუ გითხრეს, რომ ეხლა კიდევ ბევრს დაიჭერენ ბუტას საქმეზე და მიდი მიაწექი იქნებ გაჩუმდნენო… დიახ, ამის სუნი ასდის შენ ამ გამოხტომას და გულწრფელად მეცოდები შენც ჩემსავით შვილმოკლული მამა ხარ,თუმცა ის ხალხი გიყვარს ვინც შვილები დაგვიხოცა და იქნებ მიგვანიშნო მტერი როგორ შევიყვაროთ…“

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის მკვლელობას ეხმაურება:

„როგორც ბუტა რობაქიძე მოკლეს უმოწყალოდ, ასევე მოკლეს თემირლანი.

 ბუტა რობაქიძის ფოტოებია გამოფენილი, ყველგან ბევრ პროფილზე შემხვდა და ერთგან ეს კომენტარი დაიწერე და ვინც მე გამამტყუნებს ამის გამო ღმერთმა მიხედოს…
ეხლა ერთ რაღაცას დავწერ და ნუ დამეტაკებით ტროლები და ბიძინას ტაშის დმკვრელებიი….მოკლედ ჯერ ბუტა რობაქიძეზე დავწერ, ძალიან ცოდვაა სასიკვდილოდ გაიმეტო ასეთი ახალგაზრდა ბიჭი და ამ ბიჭის სიკვდილი დანაშაულია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ახალგაზრდა გაუხარელი სული… მაგრამ მისმა მშობლები მკვდარი შვილით დღემდე რომ ფულებს იჯიბავენ და ვაჭრობენ, ამას მე არ ვიგონებ, ეგ ბევრისგან ნათვამია და დამტკიცებული, ბიძინას ფულებზე მიყიდა შვილი… ახლა მეორე, როგორც ბუტა მოკლეს უმოწყალოდ, ასევე უმოწყალოდ მოკლეს თემირლანი, საკუთარ საწოლში ჩაცხრილეს. რატომ ამ საკითხზე არ იღებთ ხმას? თუ ის ახალგაზრდა არ იყო და მისი მშობლები არ გამწარდნენ? – მაგრამ ერთის დანაშაულს რომ ხედავთ და კვეხულობთ ილაპარაკეთ მეორეს დანაშაულზეც, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, მაჩალიკაშვილებს მკვდარი შვილი ფულზე არ გაუყიდია, იბრძვის ბოლომდე თავისი სიმართლისთვის”.

კომენტარები