„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველის მთავრობა მზად არის, ვირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისთვის და“ – ეკატერინე ტიკარაძე

-„საქართველოში 14 ივნისის შემდეგ შიდაგადაცემის ფაქტები აღარ ყოფილა. არასტაბილური სტატისტიკა არის ჩვეულებრივი მოვლენა ვირუსის გავრცელების პერიოდში, ვინაიდან, ვირუსს არ ახასიათებს წინასწარი შეთანხმებები. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველის მთავრობა მზად არის, ვირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისთვის და ტალღისთვის. ძირითადი ინფიცირებულები გვყავს საკარანტინო სივრცეებიდან და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს სტატისტიკა ღელვის საბაბს არ უნდა წარმოადგენდეს.

მიღებულია გადაწყვეტილება,  გაიხსნება აუზები და ფიტნეს დარბაზები. დღესდღეობით ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დამატებით გაფართოებას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები