„ჩვენს ლორწოში შეწონილი წვეთები, სადაც ვირუსია გახვეული, ხმამაღალი საუბრის შედეგად გამოიყოფა, 15-18 წუთი ჰაერში“ – ბიძინა კულუმბეგოვი

-„ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში სტატია გამოქვეყნად. ნათქვამია, რომ ხმამაღალი საუბრის დროს 15-18 წუთი ჰაერში რჩება ინფექცია. არა მარტო ცემინება და ხველა, ხმამაღალი საუბარიც კი კორონავირუსის გავრცელების რისკს წარმოადგენს.

ჩვენს ლორწოში შეწონილი წვეთები, სადაც ვირუსია გახვეული, ხმამაღალი საუბრის შედეგად გამოიყოფა, 15-18 წუთი ჰაერში რჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა შეიძლება დატოვოს სივრცე და იქ ჯანმრთელი ადამიანი შევიდეს, მოხდეს მისი დაინფიცირება. ამიტომ ნიღაბთან მიმართებით, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ. პირველის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები