„ჩვენ არ ვილაპარაკებთ ამ ხალხთან და ვისაუბრებთ სხვებთან, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, ეს რა თქმა უნდა, ამ კრიზისის“ – გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშივილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:

-„ძალიან სამწუხაროა, აქართველოს ხელისუფლება  ამ ტრადიციას აგრძელებს, ყველაფერი სხვას დააბრალოს, მაშინ, როდესაც სრულიად ნათელი იყო, ხელისუფლებას შეეძლო არ ჩაშლილიყო ეს მოლაპარაკება და გარკვეული კომპრომისები გაეკეთებინათ. ახირება არის პოლიტიკური მარლთმსაჯულების დასრულება ან იგივე ახალ არჩევნებზე საუბარი, რომელმაც უნდა მოიტანოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა? ასე გაგრძელება ამ ვითარების და ასეთ სტილში საუბარი, – ჩვენ არ ვილაპარაკებთ ამ ხალხთან და ვისაუბრებთ სხვებთან, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, ეს რა თქმა უნდა, ამ კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას ნიშნავს. საერთოდ გაუგებარია, რას ნიშნავს, – ახლა ვიქნებით ფოკუსირებული ხალხის პრობლემებზე, აბა, აქამდე რას აკეთებდა მთავრობა?! და საერთოდ რას უნდა აკეთებდეს, თუ ხალხის პრობლემებზე არ იქნება ფოკუსირებული, იმ ხალხის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს საქართველოში“, – განაცხადა წერეთელმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: -„დავრწმუნდით,  ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე

 

კომენტარები