„ჩვენ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტთან ერთხელ გამოვიყენეთ“ – თენგიზ ცერცვაძე

-„ჩვენ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტთან ერთხელ გამოვიყენეთ.

ეს გახლავთ 83 წლის ქალი. მას ჰქონდა მძიმე პნევმონია, გიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი. ეს პაციენტი ჯერ არ ითვლება, რომ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა კრიტიკულობის პიკმა გაიარა“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

კომენტარები