„ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს და ახალ ენერგიას მისცემს ადამიანებს“-ირაკლი ღარიბაშვილი

-„ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს და ახალ ენერგიას მისცემს ადამიანებს
• უნდა უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა და უნდა გადავდგათ გონივრული ნაბიჯები ძალთა საერთაშორისო ბალანსში ჩვენი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად
• ჩვენ გავაკეთეთ ამბიციური განაცხადი, რომ 2024 წელს რეალობად ვაქციოთ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, მაგრამ ევროპისკენ ჩვენს ისტორიულ სწრაფვას ხორცს ვერ შევასხამთ, თუ არსებითად არ შევცვალეთ მიდგომები
• საშუალო და მცირე ბიზნესისადმი თანადგომა გახდება სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედი, სახელმწიფომ უნდა იკისროს ტვირთი ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გადასარჩენად
• ფაქტი, რომ ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ
• ჯარი, ეკლესია, პოლიცია არის ხელშეუხებელი. არ შეიძლება მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი პოლიციის, ჩვენი ჯარის და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების
• კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს
• ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, რომ არა მხოლოდ თვითკმარნი ვიყოთ ყველა სფეროში, არამედ ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, რომ შემოქმედი ერი გავხდეთ და არა სხვისი შრომის მომხმარებელი“.
ირაკლი ღარიბაშვილი
კომენტარები