„ჩვენ დავიგვიანეთ 4 თვით, რომ არ დაგვეგვიანა…“-თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

-„ვაქცინების მოწოდების მხრივ ჩვენ დავიგვიანეთ 4 თვით, ეს ძალიან ცუდია. 4 თვე რომ არ დაგვეგვიანა ახლა, შეიძლება ისრაელივით და არაბთა გაერთიანებული საამიროეობივით ვყოფილიყავით, რომელმაც პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა გარდაცვლილთა შემთხვევები“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.

კომენტარები