„ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ იღებს მათ პოლიტიკურ გზავნილებს…“ – გიორგი ახვლედიანი

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“.

თემა: ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება და საგარეო გამოწვევები
სტუმარი: გიორგი ახვლედიანი – მედიაპოლიტიკის ექსპერტი

-„უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებულია გარკვეული ცვლილებებით ძალადობრივი რევოლუციური ფორმებით, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ რაც კი ამისათვის შეიძლება, მათი წარმოდგენით, გამოდგეს, სწორედ ეს მექანიზმები გამოიყენონ. ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა ნამდვილად არ ადარდებს და ეს არ არის მათი დღის წესრიგი. რამდენად შეიძლება ეს თამეტიკა გამოდგეს იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს და წყალი აიმღვრეს? ჩვენ ვნახეთ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“, 2012 წლიდან მოყოლებული, მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ რევოლუციური ფორმატით რევოლუციური პროცესები წამოეწყოთ ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტით, პოლიტიკური მოთხოვნებით, პოლიტიკური დაპირისპირების თვალსაზრისით, პოლიტიკური ლოზუნგებით და პოლიტიკური გზავნილებით საზოგადოებისათვის, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ იღებს მათ პოლიტიკურ გზავნილებს…“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ნახეთ გადაცემა
კომენტარები