„ჩვენ ვეხმარებით როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვა კონფესიებსაც. ყველა ეს ტრანზაქცია“ – ნათია თურნავა

ჟურნალისტების კითხვას, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ანგარიშში  წერია, რომ 2002 წლიდან 2019 წლამდე ეკლესიამ ბიუჯეტიდან 276.5 მილიონი ლარი მიიღო,  საპატრიარქოს ჯამში 64 კვ.კმ ფართობის უძრავი ქონება გადაეცა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა:

-„ჩვენ ვეხმარებით როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვა კონფესიებსაც. ყველა ეს ტრანზაქცია კანონის ფარგლებში ხორციელდება.

ჩვენი საპატრიარქო, ჩვენი ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუცია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვახორციელებთ ყველა ამ ტრანზაქციას, დახმარებას და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ასევე სხვა კონფესიებსაც ვეხმარებით და არმგონია აქ რაიმე კითხვის დასმის საფუძველი იყოს“.

კომენტარები