“ჩვენ ვითხოვთ აცრა არ იყოს სავალდებულო” – ზვიად ტომარაძე:

– “განცხადება ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით!

ხვალ, 15 სექტემბერს, ოთხშაბათს, 18:00–ზე ვიკრიბებით კანცელარიასთან და მსვლელობით წავალთ ქართული ოცნების ოფისთან.
ჩვენი მოთხოვნებია:
❎1. არა იძულებით ვაქცინაციას და კოვიდ–ტერორს!
❎2. ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ დატოვონ საკოორდინაციო საბჭო!
❎3. პარლამენტმა დაიწყოს პროცედურები ე.წ. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თანამდებობიდან გადასაყენებლად!
ვინც ეთანხმება ამ მოთხოვნებს, აქციაზე მოსვლა და დასწრება ყველას შეუძლია!
ჩვენ მოქალაქეებს არ მოვუწოდებთ აცრის წინააღმდეგ, ჩვენ ვითხოვთ აცრა არ იყოს სავალდებულო. მილიონამდე ჩვენი თანამემამულე უკვე აცრილია. შესაბამისად, ვემიჯნებით ნებისმიერი განცხადებას, რომელიც აცრილების და აუცრელებს შორის დაპირისპირების მიზეზის გამომწვევი იქნება. პირიქით, აცრილებმა და აუცრელებმა ერთად უნდა გავაპროტესტოთ: ვაქცინაციის იძულება, ტერორი და დისკრიმინაცია.
ვითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრია დაინტერესებული ჩასატარებელი აქციის გამარგინალებითა და დისკრედიტაციით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქციაზე ისეთი პლაკატის წარმოჩენა, ან ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც შესაბამისობაში არ მოდის აქციის მოთხოვნებთან! ნებისმიერი ასეთი მცდელობა იქნება აღკვეთილი აქციის ორგანიზატორების მიერ!
აქციის ორგანიზატორების სახელით:
 14/09/2021″  – წერს ზვიად ტომარაძე
კომენტარები