„ჩვენ ვიხილეთ უდიდესი სირცხვილი, როცა ჩვენს მოსახლეობას ვერ აარიდა იმდროინდელმა ხელისუფალმა და მმართველმა გუნდმა დიდი უბედურება და ნგრევა, ომი და ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, კოდორის ხეობის ჩაბარება მოღალატეობრივად, ასობით სოფლის ასევე ჩაბარება…“ -ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ხობის მერობის კანდიდატი, დავით ბუკია წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობის მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.:

-„ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს როგორც შიდა, ასევე გარე მტერს არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხების. 90-იანი წლები გვახსენებს იმას, თუ როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ ქვეყანას.

საუბედუროდ, ანალოგიური გაგრძელდა 21-ე საუკუნეშიც. ჩვენ ვიხილეთ უდიდესი სირცხვილი, როცა ჩვენს მოსახლეობას ვერ აარიდა იმდროინდელმა ხელისუფალმა და მმართველმა გუნდმა დიდი უბედურება და ნგრევა, ომი და ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, კოდორის ხეობის ჩაბარება მოღალატეობრივად, ასობით სოფლის ასევე ჩაბარება და დევნილობაში უამრავი, ათასობით ადამიანის გადმოხვეწა სხვადასხვა სოფელში. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე კარგად გვახსოვს, თუ როგორ უწოდებდა ქვების გროვას ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ცხინვალის რეგიონს და იმ სოფლებს, რომლებზეც ახლა მე ვსაუბრობ. კაცს, რომელიც თავისი უგუნურებით დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს უბრალოდ ქვების გროვას, რა ჰქვია თუ არა მოღალატე? ამბიცია და სურვილი, რა თქმა უნდა, მას აქვს, იმიტომ, რომ მას სხვანაირად არ ძალუძს, იმიტომ, რომ მისი მთავარი ამოცანა და მოტივაცია არის ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის პარტიას დღეს კიდევ ვინმე უჭერდეს მხარს. შეიძლება ვიღაც იყოს განაწყენებული, ჰქონდეს საპროტესტო განწყობა, შეიძლება ბევრი რამ არ მოსწონდეს და ბევრი რამ ჩვენც არ მოგვწონს, მეც არ მომწონს, მაგრამ ჩვენ ხომ საერთო სურათს უნდა ვუყუროთ, საით მიდის ქვეყანა, რას ვაკეთებთ, როგორ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოს და რას გვინდა მივაღწიოთ. ერთ დღეში რომ არ აშენებულა ქალაქი, ეს ჩვენ კარგად ვიცით და ხშირად გვახსენებენ ოპონენტები ცინიკურად, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია ქვეყანა. სწორედ წინა ხელისუფლებისა და ამ გუნდის „უგუნური პოლიტიკის“ შედეგია ის, რომ დღეს საქართველო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

მათი ოჯახის, მათი პოლიტიკური გუნდის წევრების პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის მძიმე წარსული, რომელიც 90-იან წლებში ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ხალხმა ძალიან ბევრი დაკარგა: ქონება, სახლი, ყველაფერი დაინგრა, მოისპო საათივით აწყობილი სისტემა. ამას, რა თქმა უნდა, შენარჩუნება სჭირდებოდა, მშვიდად, მტკიცედ და გონივრულად. ეს ვერ შევძელით ჩვენ, ეს შეძლეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და სხვებმა, სადაც პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კეთილგონიერება აღმოაჩნდათ“.

კომენტარები