„ჩვენ კიდევ ერთი ძლიერი და ამპარტავანი ძალა ამერიკა დავამარცხეთ, ავღანეთის წმინდა მიწიდან წასვლა ვაიძულეთ“

ავღანეთის დამოუკიდებლობის დღეს რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ამერიკაზე გამარჯვება გამოაცხადა.

-„დიდება ღმერთს! დღეს ჩვენ ბრიტანეთის ოკუპაციისგან დამოუკიდებლობის იუბილეს აღვნიშნავთ. ღვთისა და ჯიჰადის წინააღმდეგობის წყალობით, ჩვენ კიდევ ერთი ძლიერი და ამპარტავანი ძალა (ამერიკა) დავამარცხეთ, ავღანეთის წმინდა მიწიდან წასვლა ვაიძულეთ“, – ნათქვამია „თალიბანის“ განცხადებაში.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განახორციელა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

კომენტარები