„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია“-ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა:

-„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთი მოწყალეა. სახარებაში წერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ „სიხარულითა დიდითა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გზა, ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა“.

ქრისტიანული სამყარო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს. ამაღლების დღესასწაული აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.

კომენტარები