ჩვენ უბრალოდ დავივიწყეთ ისტორია , ვინ იყო ისტორიული მტერი და ვინ მოკეთე! – შოთა აფხაიძე:

 – “ჩემო ძვირფასო თანამემამულენო ! ამ ბოლო დროს ყარაბაღში დატრიალებული სისხლის კალო არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს ჩვენს ერში . სრულიად ბუნებრივი პროცესია და არა საკვირველი , როდესაც საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს .
მაგრამ , პარანოიული არმენოფობია რას მივაწეროთ იქნებ ამიხსნად ?! როცა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე ხარობს ყარაბახში დახოცილ სომეხი ეროვნების მებრძოლებზე , დანგრეულ ეკლესიებზე და გადამწვარ სახლებზე . სიხარულის ერთადერთი არგუმენტი , აფხაზეთში ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი “ბაგრამიანის ბატლიონია ” . რაც შეეხება ამ ბატალიონს , ისინი საერთაშორისო სამართლის დამნაშავეები არიან , სეპარატისტები და ექსტრემისტები , მაგრამ სომეხი ერი
კოლექტიურად არ აგებს პასუხს მათ დანაშაულზე ! ეს ბატალიონი დაკომპლექტებული იყო , აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური სომხებით და მათი რიცხვი არ აღემატებოდა 235 კაცს . არც ყარაბახელ არც სომხეთის სომხებს , აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ არ უომიათ . ქართული არმიის რიგებში ბევრი ენიკური სომეხი , საქართველოს მოქალაქე იბრძოდა , ჩვენი სამშობლოს დასაცავად , რატომ მათი ღვაწლი არ გვახსოვს ?!
რატომ დავივიწყეთ ჩეჩნების მხეცობა აფხაზეთში , შამილ ბასაევის და გელაევის ურდოების სისასტიკე გაგრუს , ბიჭვინთის და სოხუმის აღების დროს ?! სწორედ მათი ბანდები თამაშობდნენ ფეღბურთს ქართველების თავებით . სულ რაღაც 3 წელიწადში აფხაზეთის ომის შემდეგ , ჩვენ იგივე ბასაევი და გლაევი , და სხვა ქართველთა მტერი შევიკედლედ , ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე , და სასათბურე პირობები შევუქმენით .
” ადიგი- ჰასეს ” თავმჯდომარე იაგანოვი , ჩერქეზულ – ყაბარდოული ბანდის მეთაური აფხაზეთში , ქართველთა ეთნოწმენდის მონაწილე სააკაშვილმა თბილისში მოიწვია და ღურსების მედლით დააჯილდოვა . საინტერესოა ნეტა რისთვის , ქართველთა სისხლისღვრისთვის ?!
ჩვენ ” ჩერქეზების გენოციდი ” ვცანით , იმ ჩერქეზების ვინც აფხაზეთში გვებრძოდა , რომლის თურქული და იორდანიის დიასპორა აფსუა სეპარატისტებს აფინანსებდა .
სოხუმში თურქეთის კონსული ზის 1994 წლიდან , თურქეთი მხარს უჭერდა ირიბად აფსუა სეპარატისტებს და დღემდე სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები აქვს დე – ფაქტო რესპუბლიკასთან , ჩვენ კი მათ სტრატეგიულ პარტნიორს და ისტოიულ ძმას ვუწოდებთ .
ისე ვინც არ იცის შევახსენებ აფცაზეთში ბევრი ადგილობრივი ესტონელი , პოლონელი და სხვა ეთნოსი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ , მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ გვაწყობს ამის გახსენება .
ისტორიულ ჰერეთში ქართველთა გაუსაძლისი ყოფა , მათი აპართეიდი და სეგრეგაციაც ფეხებზე გვკიდია , მთავარია სომხები ვლანძღოდ . ჰერეთის ქართველობა 30 000 იდან 4600 კაცამდე შემცირდა აზერბაიჯანში , ქართული სალოცავები ტუალეტებად და ბოსლებად აქციეს , მაგრამ ჩვენ ესეც არ გვაინტერესებს .
გუშინ უდიდესი სიწმინდე გარეჯი წაგვართვეს და დღეს აღარ გვახსოვს !
და ბოლოს , ჩვენ უბრალოდ დავივიწყეთ ისტორია , ვინ იყო ისტორიული მტერი და ვინ მოკეთე აღარ ვიცით . 15 მილიონი ქართველი გაანადგურა ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებმა თავიანთი არსებობის მანძილზე , მაგრამ ჩვენ ეს არ გვახსოვს !
ერთი “ბაგრამიანის ბატალიონი” ვერ გადაწონის ქართულ – სომხური ურთიერთობების ისტორიას მხოლოდ წმინდა მოწამე შუშანიკი რად ღირს !”
 – წერს შოთა აფხაიძე და ფოტოს აქვეყნებს:
 – “ფოტოზე დე- ფაქტო აფხაზეთის გმირი იბრაგიმ იაგანოვი ( ქართველთა დაუძინებელი მტერი ) და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი”
კომენტარები