„ჩვენ უკვე მზა გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა. ეს იქნება ძალიან“ – გიორგი გახარია

-„ჩვენ უკვე მზა გვაქვს დეველოპმენტის და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა. ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც საზოგადოებისთვის და სექტორისთვის კვირის ბოლომდე წარვადგენთ.

 ის დარგები, რომელსაც მთავრობა დაეხმარება, მათი იდენტიფიცირება მთავრობამ ძალიან მარტივად მოახდინა.

პირველ რიგში ტურიზმი, რამდენიმე მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ტურიზმი ყველაზე უფრო დაზიანდა და დაზარალდა. გარდა ამისა, ტურიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. რაც მთავარია, ტურიზმს აქვს ყველაზე დიდი გადაცემის ძალა დღეს საქართველოში. ჩამოსული ტურიზმი ამუშავებს არა მხოლოდ  სასტუმროს, ამუშავებს ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას და კიდევ ბევრი სხვა. შემდეგი იყო სოფლის მეურნეობა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები