ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან იმისათვის, რომ დავიწყოთ დეოკუპაციის რეალური პროცესი

 

ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან იმისათვის, რომ დავიწყოთ დეოკუპაციის რეალური პროცესი.
თავიდან ავიცილოთ ახალი სხვადასხვა სახის მათშორის სამხედრო ესკალაციის საფრთხეები.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ და გავაღრმავოთ სავაჭრო ურთიერთობები იმისათვის, რომ სოფლის ნობათით უხვი სოფლები გავაძლიეროთ, გლეხის ნაშრომს გავუჩინოთ ბაზარი, მივცეთ განვითარების საშუალება.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ კულტურული ურთიერთობები იმისათვის, რომ შევძლოთ ქართული კულტურის, კულტურის მუშაკების
და საზოგადო მოღვაწეების ჩართულობით დავიწყოთ შერიგების პროცესი, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები.
მოვიზიდოთ ყველაზე მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ცენტრების განვითარებას.

მოსკოვში დღეს სრულ მზაობას გამოთქვამენ პირდაპირი ფრენების აღდგენის რაც რა თქმა უნდა მისასალმებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირველ რიგში ტურიზმისთვის, ყველს გვახსოვს “ნაცმიდრეკილების” ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები 2019_წელს და პარლამენტზე მიტანილი იერიში რომლის შემდეგაც რუსოფობიური განწყობების გაღვივება დაიწყო ამერიკულ_ევროპული საოკუპაციო რეჟიმებისგან წახალისებულმა და დაფინანსებულმა ჯგუფებმა.

რუსოფობიურმა კამპანიამ პირველ რიგში ქართული ეკონომიკა დააზარალა რაც რა თქმა უნდა ქართული ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახა.

დღეს გვაქვს შანსი სიტუაციის გამოსწორების ჩვენს მეზობელთან ურთიერთობების ნორმალიზების და მისგან იმ სიკეთეების მიღების რომელიც ასე აკლია ჩვენს ეკონომიკას პანდემიის პირობებში.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები